„ასე სამარცხვინოდ, ომიანობისას, ბრძოლის ველიდან მოშორებულს შიშით ეფორთხოს - მხოლოდ მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კოკა ყანდიაშვილი წერს.
„ყველა თავისებურად „ფორთხავს", ზოგი სად და ზოგიც სად...
ისტორიის მანძილზე, საქართველოს ყველა თავკაცს „უფორთხია" ეკლესიაში - სამშობლოსათვის ლოცვისას. მაგრამ, ასე სამარცხვინოდ, ომიანობისას, ბრძოლის ველიდან მოშორებულს შიშით ეფორთხოს - მხოლოდ მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა. და მერე დამქაშნი მისნი, გვიმტკიცებდნენ მთელ საქართველოს, რომ ეს ომი მოვიგეთ და მთავარსარდალი გმირიაო.....
ახლაც იმავე აზრზე არიან - ამიტომაც ლოცვას, ფორთხვად ასაღებენ.
კომპლექსები - დამღუპველია..." - წერს ყანდიაშვილი.