EBRD-ის რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ საბანკო რეგულაციებს დადებითად აფასებს.
როგორც BM.GE ავრცელებს, ბრუნო ბალნავერას თქმით, „შინამეურნეობებმა არ უნდა აიღონ ბევრი სესხი, როცა მათ მართვას ვერ შეძლებენ“.
„ახალი რეგულაციები, რომელიც ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით, ძალიან მნიშვნელოვანია. შედეგად, ბანკების ვალდებულებაა, კარგად გამოიკვლიონ მსესხებლების ფინანსური შემოსავლები, რომლებიც არ არის გამჭვირვალე და სტაბილური. არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა შინამეურნეობებს, აიღონ ძალიან დიდი სესხები და შემდეგ ვერ მართონ ეს სესხები. მართალია, რომ საქართველოში არ არის ვადაგადაცილებული სესხების წილი მაღალი, მაგრამ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს რიცხვი არ გაზიარდება და იქნება სტაბილური“,- აცხადებს ბრუნო ბალვანერა.
წყარო:Bm.ge