logo_geo
eng_logo
„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ − საქმის განხილვა სტრასბურგში 23 მაისს გაიმართება
- +

15 მაისი. 2018. 17:23

 

 

„ჩვენ 23 მაისს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დღე, მთელ ქვეყანას; ამიტომაც მინდა, მედიას და თითოეულ თქვენგანს ვთხოვო მაქსიმალური ყურადღება. მაქსიმალური ყურადღება, რადგან თავად თემა არის ძალიან საყურადღებო. 23 მაისს სტრასბურგში ევროპული სასამართლოს წინაშე იმართება ბოლო და ღია განხილვა საქმისა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც არის აგვისტოს ომის საქმე“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„23 მაისს, რა თქმა უნდა, არ ცხადდება გადაწყვეტილება, მაგრამ იმისთვის, რომ გადაწყვეტილება, რომელიც, ჩემი ვარაუდით, წლის ბოლომდე უნდა გამოცხადდეს, იყოს საქართველოსთვის სასიკეთო; სასიკეთო ჩვენი სამომავლო სამართლებრივი დავებისთვის; სასიკეთო რეალობის და ჭეშმარიტების შესაბამისი, აუცილებელია, რომ 23-მა მაისმა ჩაიაროს წარმატებით ჩვენი ქვეყნისთვის. მე მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ იუსტიციის სამინისტრომ ტიტანური შრომა გასწია 2013 წლიდან დღემდე ამ საქმეზე. ჩვენ სხვა კოლეგა უწყებებთან ერთად და აქ, პირველ რიგში, თქვენი ნებართვით, მინდა, ჩვენი მთავრობის სამართალდამცავი ბლოკი გამოვყო − პროკურატურა, შსს, სუს, თავდაცვის სამინისტრო, რომლებმაც მტკიცებულებების მოპოვების კუთხით პრაქტიკულად შეუძლებელი შევძელით, ასევე, რამდენიმე კომპონენტში საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი დახმარების შედეგად. ამ გუნდური მუშაობის შედეგი იქნება 23 მაისს აბსოლუტურად გამართული სამართლებრივი პოზიცია, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები დაიცავენ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მანამდე და ამ დღეს საზოგადოება, მედია იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული“, - განაცხადა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner