logo_geo
eng_logo
გააგრძელებენ თუ არა ღამის კლუბები ფუნქციონირებას? - შს მინისტრის მოადგილის კომენტარი
- +

15 მაისი. 2018. 17:23

 

 

„გააგრძელებენ თუ არა კლუბები ფუნქციონირებას, ეს შსს–ს მიერ მისაღები გადაწყვეტილება არ არის“, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეს ადმინისტრაციის კომპეტენციაა.

 

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ღამის კლუბებში ტარდებოდა მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები და ამის შესახებ დღევანდელ შეხვედრაზე „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის წევრებთან და სხვა ჯგუფებთან შეხვედრისას ისაუბრებენ.

 

„ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ გააგრძელებენ თუ არა კლუბები ფუნქციონირებას, შსს–ს მიერ მისაღები გადაწყვეტილება არ არის. ეს არის ადმინისტრაციის კომპეტენცია. კლუბებში ტარდებოდა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები და ამ საკითხს განვიხილავთ შეხვედრაზე. ამ ეტაპზე დეტალებზე მეტს ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner