რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სატელეფონო საუბრისას სირიის მთავრობასა და ოპოზიციას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდეს.
ჯონ კერიმ ჟენევაში არაბ დიპლომატებთან და გაერო-ს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ალეპოში შეიარაღებული მოქმედებების შეწყვეტის გეგმის შემუშავებაში პროგრესი მიღწეულია, თუმცა გეგმის წარმატების გარანტია არ არის.
დღეს გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი სტეფან დე მისტურა, რომელიც ჟენევაში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა, სირიის საკითხის განსახილველად მოსკოვში ჩავა. გასული კვირის ბოლოს სტეფან დე მისტურამ რუსეთსა და აშშ-ს სირიაში სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლის თავიდან ასაცილებლად მოქმედებებისკენ მოუწოდა.