logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ჩვენ არ უნდა ვიყოთ მოტივირებულნი, რომ ნარკომომხმარებლები დავსაჯოთ!
- +

15 მაისი. 2018. 23:46

 

 

„არსებული ნარკოპოლიტიკა არის დამაზიანებელი. ჩვენ, როდესაც მომხმარებლებს ვუშვებთ ციხეში უფრო მეტად ვაუბედურებთ მათ. ამ ადამიანებს სჭირდება ხელშეწყობა, თანადგომა“ , - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

 

„თუ სამკურნალოა უნდა შევქმნათ სპეციალური კლინიკები იმისთვის, რომ ამ ადამიანებს დავეხმაროთ. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მოტივირებულნი, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები დავსაჯოთ და სახელმწიფო გამოდიოდეს დასჯით, პირიქით სახელმწიფომ უნდა დაიცვას ეს ადამიანები ნარკოტიკებისგან, უნდა ვუთხრათ, მათ რომ ეს არის ცუდი, მაგრამ ასევე მინდა ავღნიშნო, უნდა ვიყოთ უკომპრომისოები ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner