„მინდა გახაროთ, რომ ომარ მხეიძე საავადმყოფოდან გამოეწერა და თავს კარგად გრძნობს" - ამის შესახებ გელოდი ფოცხიშვილი სოციალურ ქსელში სახალხო არტისტსა და მოცეკვავე ომარ მხეიძეზე წერს. ფოცხიშვილი მელიას კარდიოლოგიურ ცენტრს მადლობას უხდის.
„მინდა გახაროთ, რომ ომარ მხეიძე საავადმყოფოდან გამოეწერა და თავს კარგად გრძნობს. დიდი მადლობა ბატონ მელიას კარდიოლოგიურ ცენტრს, რომლებმაც ყველაფერი იღონეს ომარისათვის. დღეს სურათებიც გადავიღეთ ერთად, ბრავო, ომარ..." - წერს ფოცხიშვილი.