logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ნარკორეალიზატორების დაკავება ღამის ეკონომიკასთან საერთოდ კავშირში არაა!
- +

16 მაისი. 2018. 00:25

 

 

„ნარკორეალიზატორების დაკავება დღისითაც ხდება. უამრავი ასეთი მაგალითი გვაქვს, მაშინ აქაც უნდა დავსვათ კითხვა დღის ეკონომიკასთან დაკავშირებით? ნარკორეალიზატორების დაკავება ღამის ეკონომიკასთან საერთოდ კავშირში არ არის“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

 

„ნახეთ, მარტო ღამის კლუბები არა. კონცეფცია ჩვენ წარმოვადგინეთ და ყველა მიმართულება გაშლილი იყო. რა თქმა უნდა ერთი მიმართულება არის ღამის კლუბები და ელექტრონული მუსიკა. ამ ადამიანებმა თავისით შექმნეს ეს ყველაფერი და „ბასიან“, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი კლუბია.

 

რაც შეეხება სერგის [გვარჯალაძის] განცხადებას, მაგ მიმართულებით დაკავებულია ჩემი მოადგილე სოფიო ხუნწარია. კრიზისზე რომელზეც თქვენ საუბრობთ, ეს არ იყო პირდაპირ მერიის. ეს იყო შესაბამისი სამსახურები მთელი თავისი ხელმძღვანელობით, ვინც ამ პროცესებს უყურებდა. აუცილებლობა არ იყო, რომ იქ პირადად მერი ან მერის მოადგილე ყოფილიყო. ბატონმა სერგიმ თავისი დამოკიდებულება გაგვაცნო", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner