logo_geo
eng_logo
18 მაისს, მერაბ რატიშვილის ახალი რომანის - „ბედის მწერლები“ პრეზენტაცია გაიმართება
- +

16 მაისი. 2018. 00:53

 

 

2018 წლის 18 მაისს, 16:30 საათზე რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება მწერალ, მერაბ რატიშვილის შეხვედრა მკითხველთან და ახალი რომანის - „ბედის მწერლები“-ს  პრეზენტაცია (გამომცემლობა „წიგნიერი“).

 

მერაბ რატიშვილმა ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო რუსთავის № 6 საპყრობილეში. ორი წლის განმავლობაში (2011-2013) გამოსცა  რომანები - „ჯუღა“, „ილიადი“, „თეთრი ლამა“, „დაკარგული ფურცლები“, ლექსების და მოთხრობების კრებული „ოდესღაც“, - წიგნებმა მოაზროვნე მკითხველის აღიარება და პოპულარობა გამოცემისთანავე მოიპოვა.

 

რომანი „ბედის მწერლები“ - პირველი წიგნია, რომელიც პოლიტიკური პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ დაიწერა.

 

წიგნი მოგვითხრობს უძველესი ქართველური ტომებისა და სამეფოების კავშირ-ურთიერთობებს, მათ მნიშვნელოვან ადგილს ადამის მოდგმის განვითარებაში და წინარე ცივილიზაციის შემორჩენილ არსებებთან, იგივე ხვთისშვილებთან თანაცხოვრების ისტორიას, ძვ.წ. II ათასწლეულის შუა საუკუნეებში.

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

მზია რაზმაძე

+995 571 131211

ეკა რატიშვილი

+995 593 336767

tsignieri@yahoo.com

 

16:30 საათზე - შეკრება და ფურშეტი

17:00 საათზე - ახალი წიგნის პრეზენტაცია, შეხვედრა მკითხველთან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner