უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში ეროვნულ-სოციალისტური მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის” წევრების შესახებ წერს:
„ის, ვინც ჰიტლერის იდეებს იზიარებს, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, რადგან ჰიტლერის ნაცისტურმა რეჟიმმა 300 000 ქართველი გაანადგურა. მსგავსი ტიპის ორგანიზაცია შექმნილია პატრიოტული ძალების დისკრედიტაციისთვის, რათა ლიბერალებმა შემდგომ ჩირქი ეროვნულ ძალებს მოსცხონ“, - წერს მჟავანაძე.