ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ე.ი. ჟურნალისტთაგან არც ერთს აზრად არ მოუვიდა, ჯანდაცვის სამინისტროდან გამოეთხოვა ოფიციალური ინფორმაცია, „უბრალო“ სტატისტიკა, თუნდაც ამ ბოლო ორი ან სამი თვის განმავლობაში, რამდენი ადამიანი იქნა საავადმყოფოებში შეყვანილი ნარკოკომით. რამდენი გადარჩა, რამდენი - არა.
არც ერთ TV-ს თუ ბეჭდურ გამოცემას ნარკოტიკებით დაღუპული ადამიანების ხათრით (სხვა სიტყვა ვერ ვიპოვე), ერთი სიუჟეტი, ერთი სტატია, ერთი გადაცემა არ გაუკეთებია, რომელიც სიკვდილის დაკანონების წინააღმდეგი იქნებოდა.
შესაბამისად არც პრეს სამსახურებს (მხოლოდ ჯანდაცვა არ მაქვს მხედველობაში, სტატისტიკა კიდევ რამდენიმე უწყებაშიც არის...) მოსვლიათ მსგავსი იდეა...
მე მაპატიეთ თუ ასეთს ადგილი ჰქონდა და გამომრჩა...
... „ბევრი რამ არის, ჩემო ჰორაციო, ამ ქვეყნიერებაში იმისთანა საიდუმლო, რომელიც სიზმრადაც არ მოსჩვენებიათ ჩვენს ფილოსოფოსებს.“ - წერს მეფარიშვილი.