ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„9 აპრილს დაღუპული ბავშვების და არაბავშვების ახლობლების აზრი რომ არავის, არასდროს აინტერესებდა... არც მაშინ, როცა პარტიული დროშებით ხელდამშვენებული პარტიული მუშაკების მომხრეები „ისვენებდნენ“ მემორიალზე და არც ახლა, როცა თურმე თავისუფლების ცეკვა იცეკვა ვიღაცამ (რა აზრი აქვს გვარს და სახელს).
... არადა, წყლის ჭავლის მანქანებს არც ერთი არ დაუწვა ბორბლებქვეშ...
„მშვენიერი შესრულება გოგოსგან, რომელმაც 9 აპრილის მემორიალზე იცეკვა“ - სახალხო დამცველი...“, - წერს მეფარიშვილი.