„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში ეროვნულ-სოციალისტური მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის” წევრების შესახებ შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:
„ნაციონალ-სოციალისტური მოძრაობა ანუ როგორც მას უწოდებენ-ფაშისტები-არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია და ის არ არის ქართულ მარშში. მათი ქმედებები დამოუკიდებელია. ამავე დროს მე პირადად არ ვუპირისპირდები არავის გარდა ლიბერასტებისა. ჩემთვის ღირებულია ილიას, ზვიადის, მერაბის იდეები და ყველა უცხოეთიდან მომდინარე იდეოლოგია მიუღებელია!“ - წერს ბრეგაძე.