logo_geo
eng_logo
შსს-მ ''საქართველოს ეროვნული ერთობის'' მიერ გამოთქმული მუქარის განცხადებებზე გამოძიება დაიწყო
- +

16 მაისი. 2018. 12:19

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს ეროვნული ერთობის“ მიერ გამოთქმული მუქარის განცხადებებზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 13 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ორგანიზაცია „საქართველოს ეროვნული ერთობის“ მიერ, აქციის მიმდინარეობისას გამოთქმული მუქარის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც  მუქარას გულისხმობს.

 

სამართალდამცველები გამოძიების ფარგლებში მოახდენენ კონკრეტული პირების გამოკითხვას და ჩატარდება კანონით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner