logo_geo
eng_logo
სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულებს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- +

16 მაისი. 2018. 12:56

 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულები გ.გ., ლ.ს. და ბ.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

„სასამართლოში  წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 19 დეკემბერს, დაახლოებით 09:00 საათზე ლ.ს და ბ.გ. შეიჭრნენ ქალაქ თბილისში ქინძმარაულის შესახვევში მდებარე ს.ს. „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს სერვისცენტრის ფილიალში, ხოლო გ.გ. კი ცდილობდა გარე პერიმეტრის გაკონტროლებას. თავდასხმის დროს ბ.გ. ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბანკის მოლარე-ოპერატორს, რის შემდეგადაც თავდამსხმელები ჯგუფურად დაეუფლნენ ს.ს. „საქართველოს ბანკის“ კუთვნილ თანხას 4254 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

სამართალდამცველებმა გ.გ. და ლ.ს.  2017 წლის 20 დეკემბერს, ქალაქ თბილისში, ხოლო ბ.გ. 2017 წლის 21 დეკემბერს ქალაქ ქუთაისში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner