logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: მურუსიძის და ახვლედიანის უკან ადეიშვილის და კუბლაშვილის მოსამართლეები დგანან
- +

23 თებერვალი. 2016. 12:55


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან მამუკა ახვლედიანის გადაყენებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში ორ დაჯგუფებას შორის, მურუსიძისა და ახვლედიანის „კლანებს" შორის დაპირისპირება მიმდინარეობს. როგორც მიროტაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თუ ნინო გვენეტაძე უახლოეს მომავალში პროცესს არ დაარეგულირებს, სასამართლო სისტემას დიდი ზიანი მიადგება.

 

„აქ არის ორი მხარე. მურუსიძის და მამუკა ახვლედიანის. მათ უკან დგანან ადეიშვილის და კუბლაშვილის მოსამართლეები, რომლებიც არ იბრძვიან სამართლისთვის და სასამართლოსთვის. ერთი ჯგუფი ერთ გზას ირჩევს, მეორე - მეორეს. საბოლოო ჯამში, ეს აზარალებს სასამართლოს, კიდევ ერთხელ უთხრის ძირს სასამართლოს დამოუკიდებლობას და ადამიანების იმედს, რომ ამ სასამართლოში შეიძლება იპოვონ თავისი სამართალი. ასეთი მოსამართლეების მიერ გამოცხადებული სიმართლის არ მჯერა. ისინი იბრძვიან მზის ქვეშ საკუთარი ადგილისთვის. მგონია, რომ ეს პროცესები პროვოცირებულია სხვადასხვა მხრიდან. ეს ქაოსი ძალიან ცუდად დასრულდება. ასე თუ გაგრძელდება და პროცესებს ძალიან სწრაფად არ შეაჩერებს ნინო გვენეტაძე, ეს იქნება ძალიან ცუდი. ვისურვებდი, რომ ყველამ მაქსიმალური ყურადღებით და გონიერებით მიიღოს გადაწყვეტილება. სასამართლო ხელისუფლების შიგნით კლანებს და ჯგუფებს შორის დაპირისპირება იქნება ხელისუფლების ჩამოშლის პირობა", - განაცხადა მიროტაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner