logo_geo
eng_logo
„საიდან იგონებს ეს კაცი ამდენ სასაცილო ტყუილს?“
- +

3 მაისი. 2016. 11:50



ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე „facebook"-გვერდზე „არტარეაზე" გაშვებულ ლევან ბერძენიშვილი მიერ ჩატარებულ ლექციასთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს.


 

 

ვაიმე, რამდენი ვიცინე!

აბაზანაში ვიყავი და მესმის ოთახიდან ედაჩემის ხმამაღალი ხარხარი! ძალიან გამიკვირდა, იმიტომ, რომ დედაჩემს სიცილიც კი არ ახასიათებს, აი, იუმორისტულ რამეებსაც რომ უყურებს ტელევიზორში, მაქსიმუმ - გაიღიმოს! მოვკვდი ინტერესით, ნეტა რას უყურებს, რომ ასე ხმამაღლა ხარხარებს-მეთქი? გამოვედი აბაზანიდან და ვიდრე ოთახში შევიდოდი და მოვასწრებდი გააზრებას, რაზე იცინის, უცებ მეუბნება -ბაკურ, ამ სულელს ან ვინ აკითხებს ამ ლექციებს, ან რომელი შტერი დადის ამის მოსასმენად, ან ვინ უშვებს ეთერში ამ რეგვნობას?"

გავხედე - არტარეაზე" ლევან ბერძენიშვილი ბჟუტურობს რაღაცეებს ვაჟა-ფშაველაზე და ზოგადად ქართულ მწერლობაზე...

საიდან იგონებს ეს კაცი ამდენ სასაცილო ტყუილს? რატო არ ვიცოდი აქამდე ამ ტელევიზიის არსებობა, ასეთი სასაცილო ჯერ არაფერი მინახავს, მაგრად გავერთე", - ამბობს დედაჩემი და სიცილისგან ცრემლებს იწმენდს...

ეჰ! მეც ეგრე დავიწყე სულელი ლევანას ყურება თავიდან, მარა მერე, რომ შევამჩნიე ჩემს თავს, რომ უკვე სახე მისერიოზულდებოდა და მისი ცქერისას აშკარად ტერორისტულ აქტზე ვიწყებდი ფიქრს, აი, მაშინ უკვე გადავრთე და აღარასოდეს მიყურებია...

რა იოლია დღეს ლექციების კითხვა! მე რომ სტუდენტი ვიყავი, რომელიმე ლექტორი თუ რამე ფაქტს მოყვებოდა, იმ წამს წამოვდგებოდი, ვაწყვეტინებდი და ვთხოვდი წყაროს, კონკრეტულ ავტორს, ზოგჯერ კონკრეტული წიგნის კონკრეტულ გვერდსაც კი... ახლა, აგერ ამ სულელ ლევანას, უზის წინ ორი ათეული გამოშტერებული და აზრადაც არ მოსდით, რამე შეკითხვა დაუსვან... ეს სულელი ლევანაც კიდე, ისე ყვება ვაჟა-ფშაველას და სხვების შინაურ, ზოგჯერ ოჯახურ ამბებსაც კი, გეგონება, თავადაც იქ იყო....

მე შენ გეტყვი, მსმენელი მოთხოვს პასუხს, მაყურებელი თუ ვინმე სხვა? მიდი უბერე!!!!

ქციები" თემაზე - სულელი ლევანას ავადმყოფი ფანტაზიები", - წერს ბაკურ სვანიძე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner