logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე გიორგი კვირიკაშვილზე: ტაძარში მაინც ნუ დავუშლით ადამიანად ყოფნას!
- +

3 მაისი. 2016. 21:04



პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე „facebook"-გვერდზე ეხმაურება უფლებადამცველ ბაია პატარაიას პოსტს, რომ „პრემიერ-მინისტრი საჯაროდ არ უნდა ფორთხავდეს არც ერთ ეკლესიაში".


 

ტაძარში, ლოცვისას რატომ დაიჩოქაო... და მთავრობის სხდომაზე ხომ არ დაიჩოქა?! ეკლესია ის ადგილი არაა, სადაც სანთელსაც ანთებ, ლოცულობ და იჩოქებ კიდეც?! იქ ყველა თანაბარია, იქ არც პრემიერი ხარ და არც პრეზიდენტი, იქ ადამიანი ხარ, ცოდვილი და ჩვეულებრივი მოკვდავი! იქნებ ადამიანად ყოფნის უფლებაც წავართვათ პრემიერს?! ერთხელ ხომ წავართვით, როცა წინა დღით დედა დაკრძალა და მეორე დღეს პარლამენტში დავიბარეთ! მოვიდა და იდგა, როგორც სალი კლდე! საუბრობდა ჩვენს ქვეყანაზე, ხალხზე, მათ პრობლემებზე, სამთავრობო პროგრამაზე და არა პირად, ძალიან მძიმე ადამიანურ ტრაგედიაზე! აი, ასეთია პრემიერი, მას შეუძლია ყველაზე მძიმე წუთებშიც კი პირადი გვერდზე გადადოს და ქვეყანაზე და საქმეზე იფიქროს, ოდა, ტაძარში მაინც ნუ დავუშლით ადამიანად ყოფნას, ეს უსამართლო კრიტიკაა და უბრალოდ, სირცხვილია!"- წერს მანანა კობახიძე.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner