logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ის ხალხი ლაპარაკობს ადამიანის უფლებებზე, ვინც ნიკა კვინტრაძის მკვლელობაზე ხმას არ იღებდა!
- +

16 მაისი. 2018. 16:20

 

„დღეს, ის ხალხი ლაპარაკობს დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე და იმ აქციაზეც ბევრი გამოვიდა ასეთი, ვინც 26 მაისს ხმას არ იღებდა, 7 ნოემბერს ხმას არ იღებდა და პირიქით, ამბობდა, რომ ეს 26 მაისის დარბევა და თუნდაც ნიკა კვინტრაძის მკვლელობა, რომელიც დღემდე არ არის გამოძიებული, ეს ძალის გადამეტება არ ყოფილა!...“ - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა „TV პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

 

„მოგეხსენებათ, იმ დღეს, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრმა ბოდიში მოიხადა, სწორედ დაძაბულობა რომ პიკში შევიდა, ჩვენი დეპუტაცია: ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე, მე - ავედით, ვინაიდან არ მომხდარიყო დაპირისპირება. აი ამ მიზნით ავედით რუსთაველის გამზირზე და პირდაპირ დავდექით ამ წყლის ჭავლის მანქანებთან და შევხვდით ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, რომ მაქსიმალური ინფორმაცია და გარანტია მიგვეღო, რომ არ მოხდებოდა არც დარბევა და არც შეტაკება, იმიტომ, რომ ეს დარბევები და შეტაკებები ჩვენ ნანახი გვაქვს. და დღეს, ის ხალხი ლაპარაკობს დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებზე და იმ აქციაზეც ბევრი გამოვიდა ასეთი, ვინც 26 მაისს ხმას არ იღებდა, 7 ნოემბერს ხმას არ იღებდა და პირიქით, ამბობდა, რომ ეს 26 მაისის დარბევა და თუნდაც ნიკა კვინტრაძის მკვლელობა, რომელიც დღემდე არ არის გამოძიებული, ეს ძალის გადამეტება არ ყოფილა!...“ - წერს ირმა ინაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner