logo_geo
eng_logo
დღეს ნონა გაფრინდაშვილს „ვარსკვლავს“ გაუხსნიან
- +

3 მაისი. 2016. 12:13



საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივითა და ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით, ქართველ მოჭადრაკეს, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონს ნონა გაფრინდაშვილს ჭადრაკის სასახლის წინ დღეს, 17:00 საათზე, „ვარსკვლავს" გაუხსნიან. 


ნონა გაფრინდაშვილი 1941 წლის 3 მაისს ზუგდიდში დაიბადა. ის იყო ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი.



ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის 11-გზის ოქროს და ერთგზის ვერცხლის მედლის მფლობელია გუნდურ ჩათვლაში, ინდივიდუალურად კი მოპოვებული აქვს 9 ოქროს, 3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მცირე მედლები. სულ ოლიმპიადებზე 128 პარტია ჩაატარა. გაფრინდაშვილს მოპოვებული აქვს საქართველოს ოთხგზის და სსრ კავშირის 5-გზის ჩემპიონობა, არის ევროპის ქვეყნების ჩემპიონ ქალთა თასის გათამაშების პირველი და ორგზის ჩემპიონი, ასევე, 26 სხვადასხვა დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner