„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე „ევროპული საქართველოს“ წევრს ელენე ხოშტარიას სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით მიმართავს:
„ელენე ხოშტარია - შენი მოღალატე მამის შვილი რა უნდა იყო? სანამ ჩემს სახელს ახსენებ პირში წყალი გამოივლე ბინძურო დიაცო. ნაძირალა მამაშენი გოგი ხოშტარია მოუძღოდა კგბ-ს ჯარებს ზვიად გამსახურდიას დასამხობად, სისხლიანი ცოდვა გაწევთ გარეწრებო და კიდევ ბედავთ საუბარს??? ზვიადის და კანონიერი ხელისუფლების დამხობისთვის, სამეგრელოს აწიოკებისთვის, მშვიდობიანი მიტინგების დახვრეტისთვის ანათემას ხართ გადასაცემები. მკვლელები ხართ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელები, საქართველოს დამოუკიდებლობის მკვლელები, 2 თებერვლს მშვიდობიანი მიტინგის მონაწილეთა მკვლელები. მიმიფურთხებია შენი პუტჩისტი მამისთვის და შენი ბოკერიას მონა პიროვნებისთვის. პასუხს აგებთ მოღალატეებო!!!“ - წერს ბრეგაძე.