„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ქართული მარშის“ შეთავაზებაა - ქვეყანაში მშვიდობიანი გარემოს მიზნით „ქართული მარში“ გააუქმებს 17 მაისს დაგეგმილ ყველა აქციას თუ მამათმავლები უარს იტყვიან გეი-აქციაზე! ჩვენ შევუერთდებით ლოცვას ტაძრებში და საპატრიარქოს ღონისძიებებს! თუ ლგბტ-ბი უარს იტყვიან ამ შეთავაზებაზე, მაშინ დადასტურდება რომ ესაა პროვოკაცია და პოლიტიკურად ანგაჟირებული აქტი! ყველა პასუხისმგებლობა დაეკისრება პროვოკაციული აქციის ორგანიზატორებს!“ - წერს ბრეგაძე.