logo_geo
eng_logo
რა აკავშირებს დავით ქევხიშვილს ზურაბ ადეიშვილთან და რას მალავს ის, თავის ბიოგრაფიაში?!
- +

16 მაისი. 2018. 21:43

 

12 მაისის პროცესებმა, ძიუდოისტებსა და ფედერაციას შორის არსებული დაპირისპირების მიმართ ინტერესი შეანელა.

 

ამით უკმაყოფილო საზოგადოება, სოციალურ ქსელში აღშფოთებას ვერ მალავდა და ღიად და დაუფარავად აცხადებდა, რომ ხელისუფლებას და საზოგადოებას, ნარკობარიგებისა და ნარკომომხმარებლების მიმართ, უფრო მეტი თანადგომა აქვთ,  ვიდრე ქვეყნისთვის საამაყო ჩემპიონი სპორტსმენების მიმართო.

 

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება დავით ქევხიშვილსა და ძიუდოისტებს შორის იმდენად გამწვავდა, რომ საკითხის შესწავლა პარლამენტარებმა და მთავრობის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა დაიწყეს. შედეგი კი, გარეგნულად ასე ჩანს, ის სკანდალური ბრალდებები, რაც ძიუდოისტების მხრიდან ქევხიშვილის მისამართით გაჟღერდა, კერძოდ „ატკატების“ და „ფულის მოტეხვების“ შესახებ, თითქოს გაირკვა, რომ ძიუდოს ფედერაციას ყველაფერი ფინანსურად წესრიგში აქვს და დარჩა შთაბეჭდილება, რომ მას ცილი დასწამეს ჩემპიონებმა და მათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს.

 

პრინციპში, საკითხის შესწავლაში კომპეტენტური პირები არიან ჩართულნი და თავად დაადგენენ მტყუან-მართალს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში „ექსკლუზივ ნიუსმა“, მოიპოვა უტყუარი მტკიცებულება, იმის შესახებ თუ ვინ იტყუება სინამდვილეში და რას მალავს თავის ბიოგრაფიული წარსულიდან, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი, ბატონი დავით ქევხიშვილი?

 

დავით ქევხიშვილი, წარმოშობით ყვარლის რაიონის ახალსოფლიდან არის, სწორედ იქედან, საიდანაც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მთავარი შემოქმედი, „რუხ კარდინალად“ წოდებული, ზურაბ ადეიშვილი იყო.

 

დავით ქევხიშვილი ზურაბ ადეიშვილთან დაახლოებული პირი იყო. სწორედ ზურაბ ადეიშვილმა გაუწია მას რეკომენდაცია, გენერალურ პროკურატურაში და ის 2007 წლის 1 თებერვალს, ადეიშვილის ბრძანებით, პროკურორად დაინიშნა. 2008 წლის 4 აპრილს კი, ის გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ბრძანებას გათავისუფლების შესახებ, ხელს ეკა ტყეშელაშვილი აწერს. ამ დროისთვის კი, დავით ქევხიშვილის პროტექტორი, ზურაბ ადეიშვილი იუსტიციის მინისტრი გახლდათ.

 

ზურაბ ადეიშვილისა და დავით ქევხიშვილის მშობლიურ რაიონში, არავისთვის დაფარული არ არის ის, რომ დავით ქევხიშვილი კარგი სპორტსმენია, დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ასევე არის ზურაბ ადეიშვილის უახლოესი მეგობარი, მას სოფელში „მამალ ნაციონალადაც“ კი მოიხსენიებენ.

 

რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, დავით ქევხიშვილმა თავის ბიოგრაფიიდან, გენერალურ პროკურატურაში მუშაობის,  ნაციონალური შტრიხი და ზურაბ ადეიშვილთან თავის ახლო მეგობრობა დაფარა.  ეს იმით დასტურდება, რომ საძიებო სისტემაში – „ვიკიპედია“ დავით ქევხიშვილის შესახებ, ვერსად ნახავთ რომ ის გენერალურ პროკურატურაში მუშაობდა. საინტერესოა და საოცარიც, რატომ მალავს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ამ ფაქტს? აქვე, „ვიკიპედიას“ გვერდზე მითითებულია, კორექტირების თარიღი – 2018 წლის 18 იანვარი. რატომ და ვინ დააკორექტირა, ქევხიშვილის ბიოგრაფიული წარსული, რომელიც წესით საჯარო უნდა იყოს და არავისთვის უნდა იყოს დაფარული?

 

აქედან გამომდინარე, რჩება შთაბეჭდილება, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, საზოგადოებას სწორედ იმ ინფორმაციას უმალავს, რისი გამჟღავნების შემთხვევაშიც, საზოგადოება მას ღიად დაუპირისპირდება და მისი თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს.   ცნობილია, რომ ის  ზურაბ ადეიშვილის ახლო მეგობარია  და სწორედ, ამიტომაც აქვს ალბათ მას, შემორჩენილი ნაციონალებისთვის დამახასიათებელი უარყოფითი თვისებები, საკუთარი კოლეგების დევნა და ნაციონალებისთვის საყვარელი მეთოდი „ატკატები“.

 

„ექსკლუზივ ნიუსი“ დავით ქევხიშვილის შესახებ გავრცელებულ, სკანდალურ ბრალდებებს ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს, რადგან ის კომპეტენტური პირების გამოსაკვლევი თემაა, მაგრამ ცალსახად ჩანს, რომ ბატონი ქევხიშვილი, პრაქტიკულად დღესაც აგრძელებს ჩვენი ჩემპიონი, საამაყო ბიჭებთან დაპირისპირებას  და ასევე სამწუხაროა, რომ მას ამ საკითხში უამრავი მხარდამჭერი გამოუჩნდა.

 

უფრო კონკრეტულად კი, ჩვენ ყველამ, მთელმა საზოგადოებამ,  ამის შედეგად მივიღეთ, შემდეგი სურათი: დანგრეული ძიუდოს ფედერაცია, შეურაცხყოფილი სპორტსმენები, გაურკვეველი საზოგადოება, თუ რა ხდება სინამდვილეში ძიუდოს ფედერაციაში და ასევე, ძიუდოს ფედერაციის ის პრეზიდენტი, რომელსაც განუდგა ნომერ პირველი – ქართული სპორტული ნაკრები!  სამაგიეროდ, დავით ქევხიშვილმა, გარშემო შემოიკრიბა ქართული პოლიტიკის ე.წ. „სულიკო დარდიმანიძეები“.

 

და ბოლოს….  სამწუხაროდ,  ამ ქვეყანაში მართალი ადამიანები იჩაგრებიან და ნაციონალებთან დაახლოებული, ტიპები კი, კვლავ უდარდელად გრძნობენ თავს.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner