logo_geo
eng_logo
ვინ არიან მებაჟე-ოფიცრები, რომლებმაც დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს?!
- +

16 მაისი. 2018. 23:04

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ის მებაჟე-ოფიცრები დააჯილდოვა, რომლებმაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის არაერთი ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას დაჯილდოებული მებაჟე-ოფიცრების შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

 

„გვსურს, გაგაცნოთ ჩვენი მებაჟე ოფიცრები, რომლებიც ქვეყნის საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მუშაობენ და მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას.

 

მათ წლის დასაწყისიდან ქვეყნის საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე გამოვლენილი პროფესიონალიზმის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის არაერთი ფაქტი აღკვეთეს, ამოღებულია: 1500 აბი ნარკოტიკული ნივთიერება SUBOXENE, 615 გრამი ჰეროინი, 1 კგ. კოკაინი, 3,8 კგ. ოპიუმი, 99 აბი მეტადონი და 71,75 გრამი მეტამფეტამინი" - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ფინანსთა მინისტრის მიერ დაჯილდოვდნენ: უფროსი მებაჟე-ოფიცერი მარინე კუდუხაშვილი, მთავარი მებაჟე ოფიცერი ხათუნა კვირიკაშვილი, მთავარი მებაჟე-ოფიცერი ზაზა რაზმაძე, ცვლის უფროსი ირაკლი შავაძე, მებაჟე ოფიცერი თამარ სურმანიძე, ცვლის უფროსი თეიმურაზ წიკლაური, მებაჟე ოფიცერი ვანო კაჭკაჭიშვილი, მებაჟე ოფიცერი გიორგი ოქრომელიძე, მთავარი მებაჟე-ოფიცერი გიორგი წულუკიძე და ცვლის უფროსი დავით მიროტაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner