logo_geo
eng_logo
რატომ დაუპირისპირდა ნიკა გვარამია გურამ ჩალაგაშვილს
- +

3 მაისი. 2016. 12:56



„მართმადიდებლების უდიდეს ნაწილს სწამ და სჯერა, რომ ცეცხლი სასწულებრივად და თავისთავად ჩნდება იესო ქრისტეს საფლავზე და მათ აქვთ უფლება, ასე სწამდეთ და მათი რწმენა პატივისცემას იმსახურებს.

 

 

თუმცა,  თვითონ ქრისტიანებს შორის არის ბევრი ისეთიც, ვინც დარწმუნებულია, რომ არანაირ ზებუნებრივ  მოვლენას აქ ადგილი არა აქვს და ეს მხოლოდ ცეცხლის კურთხევის უძველესია რიტუალია, რომელსაც, ალბათ,  წარმართული ფესვები უფრო მეტი აქვს, ვიდრე ქრისტიანული, ისევე, როგორც, მაგალითად კვერცხების ღებვის ტრადიციას.

 

 

შემთხვევითი არ არის, რომ თავად იერუსალიმის პატრიარქი, რომელსაც საკუთარი ხელით გამოაქვს ცეცხლი ხალხთან, პრაქტკულად, არასდროს უწოდებს ამ მოვლენას სასწაულს და არც არასდროს ახსენებს ცეცხლის გარდამოსვლას.

 

 

ის უბრალოდ ამბობს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სიმბოლური დატვირთვის მქონე ცერემონია, რითაც თეოფილოს მესამე, შეიძლება ითქვას, ირიბად აღიარებს, რომ დიდი შაბათის წმინდა ცეცხლის ანთებაში არ არის არაფერი სასწაულებრივი, არაფერი ზებუნებრივი და არაფერი ზეციური.

 

 

ვინ-ვინ და, იერუსალიმის პატრიარქმა ეს ყველაზე კარგად იცის", - ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის  წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ, შაბათს, ტელეეთერიდან  გაკეთებული ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გურამ ჩალაგაშვილის და ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელის ნიკა გვარამიას მწვავე დაპირისპირების მიზეზი გახდა.



საქმე იმაშია, რომ გაბუნიას ეს განცხადება გურამ ჩალაგაშვილმა „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გააზიარა მინაწერით: არასწორი და ტუტუცი. მერე რა, რომ რუსთავი 2"-ა. ბოდიში, მაგრამ ამის....."

 

 

ჩალაგაშვილის ამ სტატუსს, სტატუსით უპასუხა ნიკა გვარამიამ: „გამოიხედე ერთი აქეთ ურამ ჩალაგავილი, ვისი ამის და რა? შენიც და იმ პარტიის კიდე, ვინც, შე ბნელო, არჩევნებზე სადმე კანდიდატად დაგაყენებს. შენნაირი ბნელების ადგილი თუა ნაციონალურ მოძრაობაში", ნამდვილად აღმოჩენა იქნება ჩემთვის. არასასიამოვნო აღმოჩენა", - წერს გვარამია.

 

 

ტელეკომპანიის ხელმძღვანელის ამ კომენტარს ჩალაგაშვილმა მხოლოდ ერთი სიტყვით უპასუხა - „ბრავო, ნიკა".

 

 

თუმცა, კონფლიქტი ამით არ ამოწურულა:

 


იკა ვარამია: მე გაჩვენებ შენ ბრავოს, შე უზრდელო და თავხედო.  აგინე შენი ოჯახის წევრები.

 

ურამ ალაგავილი: ვერ მივხვდი, მაგრამ მაინც ბრავო.

 

იკა ვარამია: რას ვერ მიხვდი? თავს ი...ლევებ თუ მე მა...ლევებ?

 

იკა ვარამია: ეს ვინც დაწერა იმის...." რას ნიშნავს, ბებიაჩემი მიხვდა და რაც იგულისხმე, იმას ნიშნავს. არ გაგიტარებ მაგას, ტყუილად აგდებ ბანზე სიტყვას.

 

ურამ ალაგავილი:  შენი ნებაა. არ ხარ მართალი, თორე სუ მკიდია.

 

იკა ვარამია: რაში არ ვარ მართალი, მოყევი აბა.

 

გურამ ჩალაგავილი:  კაი, ნიკა, აქ სალაპარაკო არ მგონია იყოს. სხვაგან ნებისმიერ დროს.

 

იკა ვარამია: პროსტა ბნელი რომ ხარ და სასწაულებრივი ცეცხლის გჯერა, ეგ მეც მკიდია. შენი პირადი საქმეა და იმ პარტიის პრობლემა, რომელიც შენნაირ ბნელს პარლამენტში შეიყვანს. შენ ის მოყევი, ამის..." რას ნიშნავს. მიდი, აბა მოყევი.



ჩალაგაშვილის და გვარამიას დაპირისპირებაში, „ფეისბუქში" სხვა ცნობილი სახეებიც ჩაერთნენ. ზოგმა ისიც გაიხსენა, რომ ჩალაგაშვილი ბევრ საკითხში „ბნელია", ზოგმა კი ორივეს რჩევა მისცა, რომ მსგავსი გარჩევები პირად სივრცეში გადაიტანონ და ხალხის დასაცინს ნუ გახდიან „ნაციონალურ მოძრაობას".



ყველას აქვს სიტყვის და პოზიციის, გამოხატვის და რწმენის თავისუფლება. საკუთარ ფბ-გვერდზე მაინც. გურამმა შეურაცხყოფა მიაყენა და ნიკას გაცხარება ბუნებრივია, მაგრამ თუ პერსონალურად ვინმე შეურაცხგვყოფს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტია და პოლიტიკური პარტნიორები ავამხედროთ მის წინააღმდეგ.

 

ნუ გადაგაქვთ ეს ამ ჭრილში, არ გვაქვს ეს ფუფუნება... გამარჯვება გვჭირდება და ერთად დგომა. ზოგს ქრისტესი სწამს, ზოგს ალლაჰის და ზოგსაც ოდინის.." - წერს ნინუკა ბორჩხაძე.






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner