პაატა აბულაძე სოციალურ ქსელში „თანასწორობის მოძრაობის“ განცხადებას, რომ მთავრობის კანცელარიასთან 17 მაისს აქციას აღარ გამართავს შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:
„არ ვიცი რამდენად გამიგებთ, მაგრამ მე ჩემს აზრს ვაფიქსირებ.
რაც ეხლა თანასწორობის არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა ხვალინდელი დაგეგმილი აქციის არ ჩატარებაზე, ეს არის, უაღრესად სწორი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების საქციელი, ამით განაცხადეს, რომ არაფრად არ ღირს მოსალოდნელი დესტაბილიზაციის და ღმერთმა ნუ ქნას და ადამიანების ერთმანეთზე დაპირისპირების ფასი, მითუმეტეს იმ დროს როცა ყავლ გასული პოლიტიკური ორგანიზაციები სულ კბილებს აკაწკაწებენ როგორმე ქვეყანა აირიოს და ტოლს არ დაუდებენ ადამიანის სიცოცხლეს. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ესეთი ბრძნული გადაწყვეტილებისთვის და იმისთვის, რომ არ გამოაყენებინეს თავი ყოვლად გაკოტრებულ პარტიებს“, - წერს აბულაძე.
შეგახსენებთ, რომ „თანასწორობის მოძრაობა“ მთავრობის კანცელარიასთან 17 მაისს აქციას აღარ გამართავს.
ამის შესახებ ორგანიზაციის წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს. „თანასწორობის მოძრაობის“ წარმომადგენლების თქმით, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აქციის გაუქმების გადაწყვეტილება შესაძლო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მიიღეს.
ასევე „ქართულმა მარშმა“ 17 მაისს დაანონსებული აქცია გააუქმა. ამის შესახებ „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ პირველ არხს განუცხადა.