logo_geo
eng_logo
თამარ ჩერგოლეიშვილი LGBT აქტივისტებს: თქვენზე დემონიზებული ჯგუფი ამ ქვეყანაში არ არსებობს…
- +

17 მაისი. 2018. 02:05

„ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოძრაობის წევრებს და LGBT აქტივისტებს მიმართავს:

 

„ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოძრაობის და LGBT აქტივისტებს მინდა ვკითხო.

 

უკვე არაერთხელ მოვისმინე, რომ მათ მიერ ორგანიზებულ აქციებზე (17 მაისია ხვალ) პოლიტიკოსებს არ დაუშვებენ.

 

მეგობრებო, თქვენ სერიოზულად ფიქრობთ, რომ რომელიმე პოლიტიკოსი პოლიტიკურ ქულებს დააგროვებს თქვენს აქციებთან აფილირებით და მაგ მოტივით გიჭერთ მხარს?

 

მიწაზე დაშვება არ გაწყენდათ.

 

სულ არ მიხარია ამის თქმა, მაგრამ ჯერჯერობით, თქვენზე დემონიზებული ჯგუფები ამ ქვეყანაში არ არსებობს. ბევრია სამუშაო, რომ ეს ასე არ იყოს”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner