საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა „ახალ თაობასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილს რომ დღემდე ვერ აკავებენ, გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ ვიღაცეები, ვინც ამ საქმეებს იძიებს, კეზერაშვილს და მის ძმაკაცებს ხელს აფარებენ.
„წესიერად რომ არ მუშაობენ, ამიტომაც გვიზის სისხლიანი ბარამიძე პარლამენტში გედივით
ყელმოღერებული და ჭკუას გვარიგებს. ის სერგო რატიანი კიდევ გამოვარდება და პატიმრებს
აწამებთო, გვაბრალებს. ვის ვაწამებთ, ვანო მერაბიშვილს? ციხეში კომპიუტერი უდგას და განცხადებების წერით აიკლო ყველა. წამება მათი მმართველობის დროს იყო. მივმართავ ჩვენს მოსახლეობას, არავითარ შემთხვევაში არ აჰყვეს მათ პროვოკაციებს. ამ
მყვირალა განცხადებებით იმ დაპირისპირების გადაფარვაც სურთ, მათთან რომ ხდება. საარჩევნო სიაში ჩასმის გამო ლამისაა დახოცონ ერთმანეთი, გამოდის ხმები, რომ ერთმანეთის დაჭმაზე არიან გადასულები", - განაცხადა კარლო კოპალიანმა.