logo_geo
eng_logo
სასამართლომ არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბაგა-ბაღის აღმზრდელის თანაშემწე დამნაშავედ ცნო
- +

17 მაისი. 2018. 11:26

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ  ძალადობაში  ე. ჯ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ( ორი ეპიზოდი).

 

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის ოქტომბერში, ქ. თბილისში, ერთ-ერთ საბავშვო ბაგა-ბაღში, აღმზრდელის თანაშემწემ ე. ჯ.-მ ბაგა-ბაღის აღსაზრდელზე  ძალადობა განახორციელა, რა დროსაც  იგი იატაკზე დააგდო.  ასევე დადგინდა, რომ ე. ჯ-მ 2018 წლის იანვარში, ბაგა-ბაღის მეორე აღსაზრდელზეც იძალადა, რის შედეგადაც ბავშვი იატაკზე დაეცა. ე. ჯ-ს ქმედებით ბაგა-ბაღის ორივე აღსაზრდელმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

 

ე. ჯ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ; ორი ეპიზოდი) წარედგინა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე. ჯ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner