logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: შვილები მოარიდეთ! შვილებს მიხედეთ!
- +

17 მაისი. 2018. 11:46

 

 

მეც და სხვასაც, ვინც ვაზროვნებთ და ვისაც მოვლენების სრულ ჭკუაზე შეფასების უნარი კიდევ შეგვრჩენია, კარგად გვესმის, რომ ბევრი ახალგაზრდა, გაუცნობიერებლად, ემოციას აყოლილი, გულწრფელად თანაუგრძნობს თავისუფლების მოთხოვნით შენიღბულ აღვირახსნილობას!

 

ვისაც „ლომკაში“ ჩავარდნილი სხვისი შვილი არ გინახავთ, მისი მშობლის სასოწარკვეთილი განცდის თანამგრძნობიც ვერასოდეს გახდებით და ვერც იმ საშინელ ურჩხულს დაინახავთ, თქვენი შვილების წინ რომ დგას!

 

ვისაც სახეწაშლილი და ატირებული, „ქალებისგან“ ქალობაწართმეული, მომავალდაკარგული ოცი წლის გოგოს შემზარავი „აღსარება“ არ მოგისმენიათ! - ვისაც არ გინახავთ, ერთ წამში როგორ ქრება მის სახეზე საუბრისას მოსული იმედის პატარა სხივი, ვერასოდეს მიხვდებით მისი და ამის გამო, მისი უარმყოფელი მშობლების სულის აუწერელ ტკივილის! - გამოუსწორებელ ტრაგედიას!

 

არც იმათთვის მოსმენისას გინანიათ ადამიანად გაჩენა, ვინც ოდნავ გამოფხიზლებული, ისევ იქ გარბის, სადაც საკუთარ რეალობას და დაკარგულ ხვალინდელ ცხოვრებას „იოლად ემალება“!

 

ღმერთმა არ მოგასმენინოთ, - არც განახოთ და არც განგაცდევინოთ!

 

...შვილები მოარიდეთ!!!

 

...შვილებს მიხედეთ!!!

 

თუ არა და, იცოდეთ!

ერთ დღესაც მოვლენ და ყველას ერთად ჩაგვაფურთხებენ საფლავში! - თუ მ ო ა გ ნ ე ს !

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner