ევროპელმა ასტრონომებმა მზის სისტემის გარეთ სამი ახალი პლანეტა აღმოაჩინეს.
ვარსკვლავთა სისტემა, რომელიც ამ სამ პლანეტას მოიცავს, მერწყულის თანავარსკვლავედში მდებარეობს და დედამიწიდან 40 სინათლის წელიწადის მანძილითაა დაშორებული.
მათ ზედაპირზე შესაძლოა დედამიწის მსგავსი პირობები და, შესაბამისად, სიცოცხლეც არსებობდეს.
ლიეჟის უნივერსიტეტის მკვლევარები აცხადებენ, რომ ეს პლანეტები ზომებით დედამიწასა და ვენერას უტოლდებიან და გაცილებით უფრო ახლო მდებარეობენ მნათობთან, ვიდრე დედამიწა მზესთან. მათი სისტემა კი მასშტაბებით იუპიტერისა და მისი თანამგზავრების მსგავსია.