logo_geo
eng_logo
ბათუმი-„ბლექ სი არენა“, „ბლექ სი არენა“-ბათუმი დამატებითი რეისი ინიშნება
- +

17 მაისი. 2018. 13:47

ენიო მორიკონეს კონცერტზე დამსწრე მოქალაქეების გადაყვანისა და სამანქანო გზის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ 19 მაისს, საგარეუბნო მატარებლის ერთ რეისს ამატებს.

 

საგარეუბნო მატარებელი (№6305/6306) ბათუმი-ურეკი იმოძრავებს შემდეგი გრაფიკით: ერთწუთიანი გაჩერება ყველა მოქმედ ბაქანზე (მახინჯაური, ჩაქვი, ქობულეთი, ოჩხამური, ნატანები, ურეკი) ორივე მიმართულებით, ხოლო სამწუთიანი გაჩერება ბლექ სი არენასბაქანზე ორივე მიმართულებით.

 

მატარებლის დანიშვნის გამო: 19 მაისს, მატარებელი (№613) ბათუმი-ოზურგეთს ერთი რეისით ეცვლება მოძრაობის განრიგი შემდეგნაირად: ბათუმიდან გამოვა 18:50 (ნაცვლად 18:05); მახინჯაურში იქნება 18:55;18:57; ჩაქვი 19:10,19:15; ქობულეთი 19:30; 19:32; ოჩხამური 19:42;19:43; ნატანები 19:53; 19:55; ოზურგეთი 20:55. ბაქნებზე გაჩერებები შენარჩუნებული აქვთ უცვლელად.

ბლექ სი არენასმიმართულებით დამატებითი რეისის გამო, ინიშნება მატარებელი (#5402/5401) ქუთაისი-ბათუმი. ქუთაისი I-დან, 19 მაისს გავა 12:55; შემდეგ დისპეტჩერული რეგულირებით ბათუმამდე. ბათუმიდან უკან დაბრუნდება 20 მაისს 1:30; შემდეგ დისპეტჩერული რეგულირებით ქუთაისი I-მდე, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner