logo_geo
eng_logo
ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის დროს შსს-მ 3 პირი დააკავა - უწყების განცხადება
- +

17 მაისი. 2018. 15:12

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 17 მაისს, თბილისში, ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის დროს, მეტროსადგურების -„თავისუფლების მოედნისა“ და „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი პირი წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის  ფაქტზე, ხოლო ერთი პირი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს. 

 

როგორც შსს-ში აცხადებენ, სამართალდამცველებმა, მსვლელობის დაწყებამდე „საქართველოს ეროვნული ერთობის“ 2 წევრი პოლიციაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner