logo_geo
eng_logo
„დისქავერ ცენტრი“ და 280-მეტრიანი შუშის ლიფტი ენგურჰესზე - როდის გაიხსნება და როგორი იქნება ენგურის ტურისტული ატრაქცია
- +

17 მაისი. 2018. 16:38

 

 

„ენგურჰესი“ და მიმდებარე ტერიტორია მომდევნო 5 წლის განმავლობაში ტურისტულ ატრაქციად იქცევა. პროექტს ენგურის ტურისტული ცენტრი განახორციელებს. 
საპროექტო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში ესტონურმა კომპანია „კოკო არქიტექტორებმა“ გაიმარჯვა. ამჟამად პროექტირება ბოლო ეტაპზეა. 

პროქტში უშუალოდ არის ჩართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოც. როგორც სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, საპროექტო სამუშაოები ივლისში დასრულდება.

bpn
„შემდეგ უკვე ადგილზე ფიზიკური სამუშაოები დაიწყება. ტენდერით შერჩეულ კომპანიას ექნება მაქსიმუმ ხუთწლიანი ვადა, რომ პროექტი სრულად განახორციელოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ საინვესტიციო დაინტერესება, როგორი იქნება. ეს საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ გამოჩნდება. შეიძლება ინვესტიციის ნაწილში სახელმწიფო თანამონაწილე იყოს, შეიძლება - არა. თუ აქტიური საინვესტიციო დაინტერესება იქნება, მაშინ მთლიანად კერძო ინვესტიციების ფონზე წარიმართება ტურისტული ცენტრის მოწყობა. ამ ეტაპზე რამდენიმე მოდელს განვიხილავთ“, - განმარტავს ბარამიძე.

მისივე თქმით, საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ გამოჩნდება, პროექტის სრული საინვესტიციო ოდენობაც, თუმცა, სავარაუდოდ, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 50 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

რაც შეეხება უშუალოდ კონცეფციას, ბექა ბარამიძის ინფორმაციით, ენგურზე წყლისა და რკინა-ბეტონის ერთგვარი სინთეზით საკმაოდ მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რაც გულისხმობს „დისქავერ ცენტრის“, 280 მეტრიანი შუშის ლიფტის, ატრაქციის, გადასახედი მოედნების, კაფე-ბარების მოწყობას.
bpn
„სატენდერო 

 

პირობების მიხედვით, ერთწლიან ვადაში საპროექტო სამუშაოები უნდა მომზადებულიყო, რომელიც განსაზღვრავს მომდევნო ოთხ-ხუთ წელში კონკრეტული ცალკეული ობიექტების კონსტრუქციულ წყობასა და არქიტექტურულ ფორმებს და ამ პროექტების მიხედვით შესასრულებელი სამუშაოების გარკვეულ ეტაპებს. დიზაინ კომპანიას „კოკო არქიტექტორები“ პირველ ეტაპზე „დისქავერ ცენტრის“ მოწყობა-განვითარება განესაზღვრა. ასევე, „ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხლის ადმინისტრაციული შენობის ბაზის ნაწილ ტერიტორიაზე ადმინისტრაცია და ოფისები დარჩება, დიდ ნაწილზე კი შემეცნებით-გასართობი და სხვადასხვა ტურისტული ატრაქციის შემცველ ტურისტული ცენტრი მოეწყობა“, - აღნიშნავს ბექა ბარამიძე.

მისივე თქმით, ესტონურმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს პროექტი 280 მეტრიანი ლიფტის მონტაჟის შესახებ: „მათ დეტალურად უნდა წარმოადგინონ სარეკომენდაციო წინადადებები და პროექტით გათვალისწინებული გეგმა - ლიფტის მოწყობა მოხდება თუ არა არსებული რკინის კონსტრუქციის ბაზაზე, რომელიც თავის დროზე სამშენებლო პროცესში იყო ჩართული“.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, ადგილზე მოეწყობა 7 გადასახედი მოედანი.

„ადგილზე უნდა მოეწყოს სიმაღლიდან ხტომის ატრაქცია, თუმცა ეს უფრო მომდევნო წლებში დამონტაჟდება და არა პირველ ეტაპზე. უნდა განისაზღვოს უშუალოდ თაღოვანი კაშხლის ტურისტული მარშუტების წყობა და თანიმდევრობა, სანაოსნო ტურიზმის განვითარება, ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, კაფე-ბარების და სარესტორნო ქსელის, სასტუმრო ბიზნესის განვითარება“, - აცხადებს ბარამიძე.

bpn
კითხვაზე, რამდენად არის უსაფრთხოების განსაკუთრებული წესები და ხარისხი გათვალისწინებული განსახორციელებელ პროექტში, სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი აღნიშნავს, რომ „სატენდერო პირობებში იყო გათვალისწინებული, რომ უსაფრთხოების კრიტერიუმები მაქსიმალურად დაკმაყოფილებულიყო. ამ მხრივ ესტონურმა კომპანიამ ყველა პარამეტრი დააკმაყოფილა. მას 20-წლიანი გამოცდილება გააჩნია მსგავსი პროექტების წარმატებით განხორციელებაში. სწორედ ამიტომ შეირჩა, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, მათ მიერ დადებულ მაღალ ხარისხში“.

სააქციო საზოგადოება „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის განკარგულება #476-ის საფუძველზე 2017 წლის 5 აპრილს დააფუძნა შპს „ენგურის ტურისტული ცენტრი“, რომელიც ახორციელებს ენგურის კაშხლის მიმდებარედ მუზეუმებისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას.

რაც შეეხება ესტონურ კომპანიას, ამჟამად „კოკო არქიტექტორებს“ საქართველოში კიდევ ერთი პროექტი აქვს დაწყებული, რაც თბილისის ანძისთვის ტურისტული კონცეფციის შექმნას 
გულისხმობს. 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner