სამართალდამცველებმა „ქართული მარშის“ წევრი გიორგი გაბედავა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გაბედავა პოლიციამ 166-ე და და 173-ე მუხლებით დააკავა, რაც ადმინისტრაციული წესის დარღვევას გულისხმობს. მათივე ცნობით, დაკავებული ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.