logo_geo
eng_logo
გოგლა ჟვანია: პარლამენტში „ნაციონალების“ საერთო რაოდენობა 15-17 კაცი იქნება
- +

3 მაისი. 2016. 13:44



ქართული ოცნება" პარლამენტში უმრავლესობით მოვა და იმაზე უკეთესი შედეგი ექნება, ვიდრე მას წინა საპარლამენტო არჩევნებზე ჰქონდა", - ამის შესახებ გოგლა ჟვანიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.



დეპუტატის თქმით,  „ქართული ოცნება" ოქტომბრის არჩევნებში გადამწყვეტ წარმატებას მიაღწევს.



მიზეზი ძალიან მარტივია - 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანწილად - დაახლოებით ნახევარი მილიონი ხმით ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ იყო გაყალბებული. უბრალოდ, ნაციონალებს" გაყალბების, კარუსელების, დაშინების რესურსი არ ეყოთ იმ მხარდაჭერის გადასაფარად, რომელიც ქართველმა საზოგადოებამ ქართულ ოცნებას" გამოუცხადა", - აღნიშნა პარლამენტარმა.



მისი თქმით, მეორე ადგილზე გასვლის შანსი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას".


„სამწუხაროდ, ალბათ მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა" გავა. ვვარაუდობ, რომ ნაციონალების საერთო რაოდენობა პარლამენტში 15-17 კაცი იქნება", - განაცხადა ჟვანიამ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner