logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: 2012 წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 40 000 რეგისტრირებული აბორტი დაფიქსირდა
- +

17 მაისი. 2018. 21:11

 

 

„2012 წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 40 000 რეგისტრირებული აბორტი დაფიქსირდა და მათი რაოდენობის შემცირების მიზნით, ხელისუფლებამ რამდენიმე, მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. მისი თქმით, სამიდან ხუთ დღემდე გაიზარდა აბორტის წინა პერიოდი, რათა პოტენციურ დედას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, თუ რა არის აბორტი და რა გართულება შეიძლება მოჰყვეს მას.

 

„აკრძალულ იქნა სელექციური ტიპის, ანუ, სქესის განსაზღვრის მიზნით ჩატარებული აბორტები, რამაც სქესთა შორის ბალანსი მნიშვნელოვნად დააზიანა, რადგან მდედრობითი სქესის დაფიქსირების შემთხვევაში, ბიჭის გაჩენისთვის გოგონათა ორსულობას ვწყვეტდით.

 

დინამიკა დადებითია, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ცოტაა და სწორედ ამიტომ უნდა იყოს გზამკვლევი, ძირითადი დოკუმენტი, რომელსაც სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების დოკუმენტი სრულიად ლოგიკურად ჰქვია. ეს ქვეყნის უსაფრთხოებასთან პირდაპირ კავშირშია. კავკასიაში დისბალანსი ირღვევა და სამწუხაროდ, საქართველო დომინანტის ფუნქციას ნელ-ნელა კარგავს. 1926 წლის მონაცემებით, კავკასიაში ყოველი მესამე საქართველოს მოქალაქე იყო, 2010 წლის მონაცემით უკვე ყოველი მეექვსეა და ეს რიცხვი თანდათან იზრდება, ანუ, კავკასიაში საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა ნელ-ნელა იკლებს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner