logo_geo
eng_logo
ილია მეორე: ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყოს მფარველი თქვენი და საქართველოსი!
- +

3 მაისი. 2016. 13:48



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელთმთავრებთან ერთად ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულთან დაკავშირებით მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი გადაიხადა.




პატრიარქმა პარაკლისის დაწყებამდე მრევლს დღესასწაული მიულოცა და ისურვა, ივერიის ღვთისმშობლის ხატის მადლი იყოს მფარველი საქართველოსი და მთელი მსოფლიოსი.



„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყოს მფარველი თქვენი და საქართველოსი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ გადაგაფაროთ თავისი საფარველი თქვენ და საქართველოს, ამინ", - განაცხადა უწმინდესმა.




მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში დაბრძანებული იყო ხატები, მათ შორის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ორი ხატი. მათგან ერთ-ერთი ხატი მახათას მთის მონასტერში 6 აპრილს ათონის ივერთა მონასტრიდან ჩამოაბრძანეს. ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ხატი ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ზუსტი ასლია და მახათას მთის მონასტრისთვის დაიწერა. ხატი ოქროს პერანგითაა შემკული. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაული ყოველ ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს აღინიშნება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner