ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში წერს:
„ზუსტად დღეს საუბრობდნენ რომ ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს გამოხატოს თავისი პოზიცია აქციებზეო... ეს ფოტო ჩემი გადაღებულია, როდესაც პოლიციის კორდონს ჩაკეტილი აქვს მწერალ კონსტანტინეს გამსახურდიას ძეგლისკენ მიმავალი გზა, რათა არ დაუშვას თუნდაც მწერლისადმი მიძღვნილი მშვიდობიანი აქცია! ასე სჯიდა შევარდნაძე ეროვნული მოძრაობის წევრებს! დღეს ყველას აქვს უფლება ფოტო აპარატით გადაიღოს ნებისმიერი აქციაც და პოლიციაც. მაშინ ეს შეუძლებელი იყო, მითუმეტეს ჩემთვის... ამიტომ მომიწია შორიდან გადამეღო პოლიციის კორდონი რათა ფოტო აპარატი არ წაერთმიათ ან არ დავეპატიმრებინე... აი ასეთი უმძიმესი და უსამართლო დღეები გამოვიარეთ უსასტიკესი რეჟიმის!! თუმცა როგორღაც შევძელი მაშინდელი მოვლენების დაფიქსირება და ფოტოებზე ასახვა, ჩვენი დროის სამარცხვინო ისტორია მათთვის (თუნდაც პოლიციისთვის), თორემ ჩვენთვის საამაყო!“ - წერს შონია და ფოტოს აქვეყნებს.