logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: სისხლი სწყურიათ ავანტიურისტებს, მაგრამ ვერ სვამენ!
- +

18 მაისი. 2018. 02:44

 

 

12 მაისის შემდეგ, როცა ღამის კლუბებში „ნარკობარიგები“ დააკავეს, „ნაცმოძრაობა“ და მათთან გათანაბრებული ავანტიურისტები შოკში არიან. მათ ჩაფიქრებული ჰქონდათ, რომ სიტუაციას გამოიყენებდნენ და მასობრივ არეულობას გამოიწვევდნენ. ვერ ააგორეს არასრულფასოვანი ახალგაზრდების ხელით აქციები, ვერ დააღვრევინეს ხელისუფლებას რუსთაველზე სისხლი, ვერ დაარბევინეს მიტინგი, რომელიც ბილწსიტყვაობით გამოირჩეოდა და ახლა გადავიდნენ შემდგომ ეტაპზე - თურმე იმიტომ დამარცხდნენ, რომ საქართველოში ფაშიზმი მძვინვარებს. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ ქვეყანაში ფაშიზმი არასოდეს ყოფილა, არც დღეს არსებობს და არც მომავალში იქნება, მაგრამ ეს უნაყოფო გნიასი განკუთვნილია საგარეო მოხმარებისთვის, ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკური ელიტისთვის, რათა ისინი აღშფოთდნენ. სხვათა შორის, როდესაც ზვიად გამსახურდიას დამხობის პროცესი დაიწყეს, მოღალატე ავანტიურისტების პირველი ბრალდება გახლდათ ანალოგიური - პროვინციული ფაშიზმი. ზვიად გამსახურდია ისე იყო პროვინციელი ფაშისტი, როგორც ახლა მე ვარ ჩინეთის იმპერატორის სიძე, მაგრამ იმ პერიოდში, რაკი ირგვლივ სიბნელე სუფევდა, ყურით მოთრეულმა ბრალდებამ გაჭრა. მეთოდები უძველდებათ მოღალატეებს, თუმცა ჯიუტად იმეორებენ ერთი და იგივეს, ვერ გრძნობენ, რომ სხვა საქართველოში „მოღვაწეობენ“, სხვა გარემოსა და უფრო განვითარებული ტექნოლოგიების პერიოდში. თუ დასაწყისში ბევრს ეგონა, რომ აქციები უცნაურმა ახალგაზრდებმა საკუთარი ინიციატივით დაიწყეს და სიტუაციას თავადვე მართავდნენ, მოგვიანებით ყველა მიხვდა, რაშიც იყო საქმე. მაგალითად, პროვოკატორი ნიკოლოზ გვარამია პანიკაში ჩავარდა და ასეთ „შედევრებს“ წერდა, ტელევიზიითაც ლაპარაკობდა:

 

„დღევანდელი ხელისუფლების მიერ აქციის დარბევის პარადიგმა შემდეგია: ოფიციალური ძალოვანი უწყებები არ არბევენ (ჯერ), სამაგიეროდ უშვებენ არაოფიციალურ ფაშისტურ-აგენტურულ ორგანიზაციებს (უკვე მათი არსებობა შემდგარი დანაშაულია), რისი მეშვეობითაც ახდენენ სიტუაციის ესკალაციას და მერე აძლევენ აქციის მოაწილეებს შეთავაზება/ულტიმატუმს: ან თქვენით დაიშალეთ, ან ესენი დაგასისხლიანებენ და ჩვენ ვერ დაგეხმარებით (რაც ნიშნავს „არ დაგეხმარებით“).

 

ჯერჯერობით აქცია დაიშალა (მიზეზს არა აქვს ამჯერად მნიშვნელობა) და არ დადგა აქციაზე ორკების მიშვების საჭიროება. არ დაიშლებიან და რას იზამს შსს და მისი უკანონო ფაშისტური დანაყოფი, არ ვიცით, იმიტომ რომ ჯერ არავის არ ეყო გამბედაობა, კანონიერი უფლება და ინტერესი ბოლომდე დაეცვა.

 

p.s. ამ აქციის ლიდერებმა დღეს, არჩევანში, მთლად საოცრება თქვეს: პოლარიზაციას მოვერიდეთო. ვისთან პოლარიზაციას? ფაშისტებთან პოლარიზაციის მორიდება ფაშისტებთან კომპრომისი და მთავრობასთან კომფორმიზმია, ძვირფასებო, ესაა ფაშიზმისკენ გადადგმული შემხვედრი ნაბიჯი და ფაშისტური დიქტატურის დამყარებაში შეტანილი წვლილი. აი, ასე, პარადოქსულად, მაგრამ ამ აქციამ, უფრო სწორად, მისმა რეზულტატმა, გააძლიერა საქართველოში ფაშიზმი და მისი მფარველი უწყებები - შსს და სუსი".

 

ხედავთ, როგორი ტონი აქვს ნიკოლოზ გვარამიას? ფაშიზმი მოდისო, ამას ხელისუფლება აკეთებსო... არადა, გვარამიას ფაშიზმი რომ გაუკვირდება და ფაშისტს სხვას დაუძახებს, წესით, ღმერთმა უნდა გაიცინოს. ფაშიზმი და ფაშისტობა ის იყო, რასაც „ნაცმოძრაობა“ აკეთებდა 9 წლის განმავლობაში. მეტიც, ამათ ისეთები იკადრეს, ფაშისტებს არც დაესიზმრებოდათ. სწყურიათ, სისხლი სწყურიათ და იმაზე ოცნებობენ, ხელისუფლებას როგორმე შეცდომა დააშვებინონ, როგორმე სისხლსა და ჭაობში ჩაითრიონ, მერე კი ქვეყანა არეულობის წინაშე დააყენონ. ისინი ყველაფერზე მიდიოდნენ, არა მხოლოდ ხელისუფლების დამხობის მოწოდებებზე, ბილწსიტყვაობასა და დედის გინებაზეც. გაიხსენეთ ვინმე ქარაქუცა „მძიმე კაცის“ გამოხტომა, ამათ უნდა მოვუტ...ნათ დედებიო. როცა თავად დარჩნენ დედამოტ...ნულები, ეწყინათ, ფაშიზმი მოდისო. ფაშიზმი კი არა, ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა ჩაატარა მასტერკლასი. მიხვდნენ, რომ დამარცხდნენ, მაგრამ მაინც არ იხევენ უკან, ვინმე ნინია კაკაბაძე იქადნება, ამჯერად ომი წავაგეთ, მაგრამ 17 მაისი მოდის და მოვიგებთო:

 

„ძალიან ცუდად არის საქმე. იმაზე ბევრად ცუდად, ვიდრე გვგონია. ცოტა ხანში ნებისმიერ აქციაზე წინასწარი რეგისტრაციით ავტობუსით (ან შეიძლება ტაქსით) მიგვიყვანს შსს და მერე უკან წამოგვიყვანს. ძალას არასდროს გამოვიყენებთო და ამიტომ ჩვენი დაშლა მოუნდება თუ დარბევა იმ თავის ფაშიტურ ქვედანაყოფს მოუშვებს.

ჩვენ ნაცები კი არ ვართ, დემოკრატიული ხელისუფლება ვართო. ჰოდა ამ ამბავს იმდენი ჭამს, როგორც დაგიბარებია“.

 

აგერაა 17 მაისი და კიდევ წააგეს. კიდევ მრავალჯერ და უსასრულოდ წააგებენ, რადგან საქართველოს ვეღარ გააბრიყვებენ დემოკრატიისა და თავისუფლების სახელით. მორჩა, ეგ დრო წავიდა. ის, რომ ყველაფერი ჩაწყობილი იყო, ამაზე აქციის ერთ-ერთი ლიდერის, ვინმე დავით სუბელიანის გამონათქვამებიც კმარა:

 

„ვხედავდი, თუ რა ჩათლახობა მოვგიწყო სახელმწიფომ. ვხედავდი, რომ ძალიან გაჭირდებოდა მომავალში ასეთი მუხტის აგორება. ვხედავდი, რომ ყოველ მომდევნო ადუღებაზე ზუსტად ასეთი სცენარით შეგვაჩერებდნენ. და დავიშალეთ. არნახული მოზღვავება მქონდა ბრაზის, იმედგაცრუების, მოტყუების... მახსოვს, რომ კლავიატურას ვურტყუამდი მაგიდას და მონიტორს, სადაც ამ ყველაფერს თვალს ვადევნებდი... შეიძლება დავშლილიყავით, მაგრამ გაცილებით უფრო დამარცხებული გვენახა სახელმწიფო... კრიზისში შესული პოლიტიკური სიტუაცია ვერ გადავზარდეთ კიდე უფრო დიდ კრიზისში“.

 

აი, თავიდან აცხადებდნენ, პოლიტიკა არაფერ შუაშია, ჩვენ მხოლოდ საკუთარი მოთხოვნები გვაქვსო, ახლა კი აღიარებენ, რომ პოლიტიკური კრიზისი ვერ გადაზარდეს უფრო დიდ კრიზისში, კლავიატურაზე ურტყამდნენ თავებს, მომავალში გაუჭირდებათ ასეთი მუხტის აგორება და ასე შემდეგ. ბოლოს გაცოფდნენ და არაადეკვატურები გახდნენ, ვინმე ნაჯა ორაშვილმა ასეთი რამეც კი წამოროშა:

 

„ჩვენს დარბევას ხელისუფლებას არ შევარჩენთ... მეტირება, რატომ გაუკეთეს ასე თბილისს? 2007 წლის ნოემბერი მახსენდება“.

 

მორჩა კინო, არ გამოუვიდათ 2007 წლის ნოემბრის გამეორება, რათა მერე მიხა სააკაშვილი „გაეპრავებინათ“ და ხელისუფლებისთვის წამოეძახებინათ, ის თუ არბევდა, თქვენც არბევთო. ამ ყველაფერში რომ მიხას ხელიც ურევია, ესეც აშკარად გამოჩნდა - ტიპი სულმოუთქმელად ელოდა ჰოლანდიაში, რომ ხელისუფლება სადმე ჭაობში ჩაიფეხვებოდა, როგორც თვითონ ჩაიფეხვა და ეგრევე ჩამოქანდებოდა. ვერა და არა, ვერ გამოუვიდათ და ახლა ამტკიცებენ, საქართველოში ფაშისტური დიქტატურა დამყარდაო. ფაშისტები ავტობუსებით და პოლიციის თანხლებით არ აცილებდნენ აქციის მონაწილეებს სახლებამდე, ფაშისტები იქცეოდნენ ისე, როგორც „ნაციონალები“ თავის დროზე.

 

გელა ზედელაშვილი

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner