logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: ჩვენთან დღემდე ფანტასტიკურად გრძნობენ თავს სომხები, აზერბაიჯანელები, ებრაელები და სხვები...
- +

18 მაისი. 2018. 02:53

 

 

„არაქართული გვარის გამო გაბრძოლება რამდენჯერმე მომიწია და ეს პერიოდულად დღემდე მიწევს, მაგრამ ძირითადად, საზოგადოება ტოლერანტულია“, – განაცხადა პიარ ტექნოლოგმა და პროფესორმა, ლალი მოროშკინამ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

 

„ჩვენ ვიცით ეს ისტორია. ჩვენთან დღემდე ფანტასტიკურად გრძნობენ თავს სომხები, აზერბაიჯანელები, ებრაელები და სხვები. ეს ლიტონი სიტყვები არ არის. რომელ ტოლერანტობაზე ვლაპარაკობთ, როცა ჩვენ გვყავდა მეფე, რომელიც იმისთვის, რომ მოსახლეობის მუსულმანური ნაწილი შეურაცხყოფილი არ ყოფილიყო, დანარჩენებს ღორის დაკვლის უფლებას არ აძლევდა.

 

მიუხედავად ამისა, მე ვცდილობდი, შვილებისთვის მეთქვა, რომ ამ ყველაფერზე აგრესიით არ გვეპასუხა. მე მათ ვეუბნებოდი, საშინელებაა ის, რაც ჩვენ თავს ხდება, მაგრამ მოვითმინოთ, რაღაცნაირად ერთად დავდგეთ თქო. ამ დროს ალბათ, ძალიან დიდი სიყვარული თუ გიშველის, რაც ოჯახს აერთიანებს“, – განაცხადა მოროშკინამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner