logo_geo
eng_logo
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა -გადაზიდვის 4 ფაქტი გამოავლინა
- +

18 მაისი. 2018. 10:45

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში და შიდა ქართლის რეგიონში, დიდი ოდენობით, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის  ოთხი  ფაქტი გამოავლინეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ახდენდნენ ე.წ. ელექტრო სიგარეტისათვის განკუთვნილი „HEETS“-ის ფირმის თამბაქოს  ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას.

 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 3 246  კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება  18 000 ლარს აღემატება.

 

გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე  ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner