logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი „ლიბერთი ბანკის“ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
- +

18 მაისი. 2018. 10:46

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული პ.ჭ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 მაისს თბილისში, რობაქიძის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკში“ შეიჭრა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით 4580 ლარი, 200 ევრო და 100 აშშ დოლარი გაიტაცა. სამართალდამცველებმა პ.ჭ. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს. გატაცებული თანხის ნაწილი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

 

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner