კეიტ ბლანშეტი გაერო-ს კეთილი ნების ელჩი გახდა. ოსკაროსან მსახიობს ეს სტატუსი ჰუმანიტარულ მისიებში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა.
გაერო-ს შტაბ-ბინაში გამართულ ცერემონიამდე კეიტ ბლანშეტი იორდანიაში იმყოფებოდა, სადაც სირიელი დევნილების დასახმარებლად ჩავიდა.
იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების გაერო-ს ჰუმანიტარულ მისიაში მსახიობი ერთი წლის წინ ჩაერთო და პირველივე ვიზიტით ლიბანში განლაგებული დევნილთა ბანაკი მოინახულა.
გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა ლტოლვილთა საკითხებში კეიტ ბლანშეტს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.