logo_geo
eng_logo
სეტყვამ ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დააზარალა
- +

18 მაისი. 2018. 11:48

 

ხულოს მუნიციპალიტეტში სეტყვის შედეგად, მოსახლეობა დაზარალდა. ადგილობრივების განცხადებით, ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ დიდაჭარასა და პანტნარში ნარგავები დააზიანა.

 

მოსახლეობის ინფორმაციით, ნარგავები დაზღვეული არ ჰქონდათ და დახმარებას ადგილობრივ მუნიციპალიტეტს სთხოვენ. ხულოს მერიაში განმარტავენ, რომ სტიქიით მიყენებულ ზარალს უწყებაში არსებული კომისია სწავლობს.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლები სეტყვამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არაერთხელ დააზარალა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner