ხულოს მუნიციპალიტეტში სეტყვის შედეგად, მოსახლეობა დაზარალდა. ადგილობრივების განცხადებით, ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ დიდაჭარასა და პანტნარში ნარგავები დააზიანა.
მოსახლეობის ინფორმაციით, ნარგავები დაზღვეული არ ჰქონდათ და დახმარებას ადგილობრივ მუნიციპალიტეტს სთხოვენ. ხულოს მერიაში განმარტავენ, რომ სტიქიით მიყენებულ ზარალს უწყებაში არსებული კომისია სწავლობს.
ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლები სეტყვამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში არაერთხელ დააზარალა.