საქართველოში ამ ზაფხულს ნამდვილი ვარსკვლავური ცვენა იქნება.
რობი უილიამსი - თბილისში, "Maroon 5", ლორენ ჰილი, ქუინსი ჯონსი, კრის ბრაუნი და სხვა ვარსკვლავები - ბათუმში ჩამოდიან. თუმცა არის კიდევ ერთი ძალიან მყვირალა ივენთი, რომლის შესახებ ჯერ არაფერი იცით და რადიო „ფორტუნა" ავრცელებს მის შესახებ ინფორმაციას:
ფარელ უილიამსი- საუკეთესო პროდიუსერი, მუსიკოსი და შემსრულებელი, ივლისში საკუთარი შოუთი ჩამოდის.
კონკრეტული თარიღი არ სახელდება, მაგრამ მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს.
მისი კონცერტით გაიხსნება ბიძინა ივანიშვილის მიერ შეკვეთილში აშენებული „Black Sea Arena". ეს გახლავთ უზარმაზარი საკონცერტო დარბაზი, რომელიც ათი ათასამდე ადამიანს იტევს. მისი ინფრასტრუქტურა და აპარატურა, რომელიც არენაზეა დამონტაჟებული, მსოფლიოში ნებისმიერი სირთულის შოუს გამასპინძლებას გაუმკლავდება.
ოფიციალურად, ჯერჯერობით, ფარელ უილიამსის ჩამოსვლა არ დასტურდება, თუმცა ამბობენ, რომ მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია.