logo_geo
eng_logo
ზაზა შენგელია: „Coldplay“-ის საქართველოში ჩამოყვანა რეალური ხდება
- +

18 მაისი. 2018. 13:28

 

„Coldplay“-ის ჩამოყვანა საქართველოში არ არის პრობლემური და ეს რეალური ხდება“, – ამის შესახებ „Bravo Records“-ის დამფუძნებელმა ზაზა შენგელიამ „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ მართალია მათი ჰონორარი საკმაოდ დიდია, თუმცა ისინი თვითმფრინავის ბილეთების ყიდვის პრინციპით მუშაობენ, - „ანუ რაც უფრო ადრე დაიწყებენ ორგანიზატორები შეთანხმებას, მით უფრო იაფი დაჯდება მათ ჩამოყვანაც და ჰონორარიც“.

 

„ამიტომაც, ასეთი ჯგუფების შეთანხმება ერთი, ორი, ან უკეთეს შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი წლით ადრე რომ დავიწყოთ, ეს ფაქტი სრულიად რეალურს გახდის საქართველოში მათი კონცერტის ჩატარებას.

 

მეორე ფაქტორი არის ის, რომ „Coldplay“–ის ტიპის წარმატებული და მოთხოვნადი ჯგუფები, საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევენ, დიდი მუსიკოსების მიღების გამოცდილებას ქვეყანაში. ანუ ვინ არის ქვეყანაში ნამყოფი, როგორი იყო ჰოსთინგი, ან ტექნიკური აღჭურვილობა”, - ამბობს შენგელია.

 

ზაზა შენგელიას თქმით, ამ კუთხითაც, საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა საქართველომ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner