2023 წელს თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებას პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე თამარ ხულორდავა facebook-ს გვერდზე გამოეხმაურა.
„საქართველოს კიდევ ერთი აღიარება: 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში ბაკურიანსა და გუდაურში ჩატარდება. ეს სერიოზული სტიმულია ჩვენს ზამთრის კურორტებზე თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. არაჩვეულებრივი შანსი გვეძლევა მსოფლიოს უკეთ გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა! ამ ჩემპიონატს მომზადებული უნდა შეხვდეთ! ამ საქმეშია დიდია პრემიერის პირადი დამსახურება. დარწმუნებული ვარ, ყველა პირობა იყოს დაცული“, - წერს ხულორდავა.
2023 წელს თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ (FIS) საბერძნეთში გამართულ კონგრესზე მიიღო.
საქართველოს მიზანი - 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასული წლის თებერვალში, სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ჯან ფრანკო კასპერს სენტ მორიცში გამართულ შეხვედრაზე გააცნო.