„ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტი ზაზა შენგელია ანა სუბელიანის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„ანა სუბელიანი რომ ინოლას სიმღერას ფანტასტიურად ასრულებს, ეს ძალიან მაგარია. მაგრამ ვის გახსოვთ - ჯერ კიდევ 2008 წელს „რუსთავი 2“-ზე „ვარსკვლავების აკადემიის“ სატელევიზიო ტალანტ-შოუში ანის მიერ შესრულებული მსოფლიო ჰიტები? ეს გოგო მაშინ სულ რაღაც 18 წლის იყო, მაგრამ ძალიან ძლიერი, ემოციური და დასამახსოვრებელი გამოსვლები ჰქონდა. რის გამოც, მე მას (როგორც ჟიურის წევრმა) იმ სეზონის „ყველაზე ცხელი შემსრულებელი“ ვუწოდე და რაც მთავარია, მას იმთავითვე ჰქონდა არაორდინალურობა, პიროვნულობა და პრინციპულობა, რაც ხშირად პედაგოგებთან და პროექტის მენეჯმენტთან ურთიერთობაშიც გამოიხატებოდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველას ძალიან გვიყვარდა და გვიყვარს დღესაც ჩვენი გიჟი და გადარეული გოგო“, - წერს ზაზა შენგელია.